გიორგი ალიბეგაშვილი ნაზღაიძის საკითხზე: საკრებულომ იმოქმედა კანონის ფარგლებში

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 2015 წლის სტიქიით მიყენებული ზარალის ქონებით ანაზღაურებას ეხება, კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, საკრებულოში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.
ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ უმცირესობის წევრების მოთხოვნას, საკითხის ხელახლა განხილვის თაობაზე, ის არ ეწინააღმდეგება.
„საკრებულოში შემოსული მასალებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, საკრებულომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, იმოქმედა კანონის ფარგლებში. დოკუმენტაცია, რომელიც იყო შემოტანილი, არანაირი ეჭვის საფუძველს არ იძლეოდა. რაც შეეხება ჩვენი კოლეგების წინადადებას, რომ თავიდან იქნეს განხილული, საკრებულო კოლეგიალური ორგანოა. თუ ისინი თვლიან, რომ მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია განსახილველია, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები