„ბიბლუსი გალერეა“ სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს განცხადებით პასუხობს

„ბიბლუსი გალერეას“ რამდენიმე თანამშრომლის მიერ გავრცელებულ მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია “ბიბლუსის” ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, მათივე ცნობით, ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე თანამშრომელი შიდა განაწესის დარღვევის შედეგად სამსახურიდან დაითხოვეს.
„უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის არიან თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან დათხოვილი იყვნენ არასათანადო მუშაობის გამო, 2 მათგანი კი სულ რამდენიმე კვირაა მუშაობს გალერეაში და ჯერ სარეზერვო კადრია, რაც ანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობს. სამუშაო საათები „ბიბლუსი გალერეაში“ განისაზღვრება 8 საათით (ორცვლიანი სამუშაო გრაფიკი) და ამასთან, მოქმედებს ეფექტური საბონუსე სისტემა. სეზონურად მომატებულ სამუშაოს დროს, სურვილის შემთხვევაში, თანამშრომელს შეუძლია იმუშაოს დამატებით, რაშიც იღებს ბონუსებს, რომლის ოდენობაც ხშირად 2-ჯერ აღემატება ხელფასს.
ბიბლუსი მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების განწყობაზე და განვითარებაზე. ჩვენ მზად ვართ, პირადად მოვისმინოთ სამართლიანი და დასაბუთებული შენიშვნები თითოეული დასაქმებულისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინფორმირებულობა და ახლო მომავალში გამოვაქვეყნებთ ყველა კონკრეტულ ბრალდებაზე, კონკრეტული ფაქტებით გამყარებულ პასუხს“, – ნათქვამია „ბიბლუსი გალერეას“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსი გალერეის “ თანამშრომლებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც დასაქმებულთა ნაწილი ყოველდღიურ შრომით პირობებზე საუბრობს, ისინი აცხადებენ, რომ მათი ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი საკმაოდ მძიმეა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები