სუბარი ელისაშვილს პასუხობს: თვითონ იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და მაშინ გამოეთქვა ეს პროტესტი

საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუბარმა ელისაშვილს მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ვუგარ ალიევის გათავისუფლება სთხოვა,სოზარ სუბარი უარყოფს.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი აცხადებს, მას მსგავს საკითხზე ალეკო ელისაშვილთან საუბარი არ ჰქონია.
მისივე თქმით, თუ ელისაშვილს პროტესტი ჰქონდა, თვითონ იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და მაშინ უნდა გამოეთქვა ეს პროტესტი.
„ვუგარ ალიევის გვარი და სახელი პირველად გავიგე, როდესაც ტელევიზიით გამოაცხადეს. ბუნებრივია, დავინტერესდი, ვინ არის ეს ადამიანი.
გავარკვიე ძალიან მარტივი რამ – ის გაუთავისუფლებია პრეზიდენტს და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი არ გაათავისუფლებდა, საფუძველი რომ არ ჰქონოდა. თუ ელისაშვილს პროტესტი ჰქონდა, თვითონ იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და მაშინ უნდა გამოეთქვა ეს პროტესტი. ეს ადამიანი, წლისა და ორი თვის განმავლობაში, რაც მე მინისტრი ვიყავი, იჯდა მერვე საპყრობილეში, სატუსაღოში, რომელიც იმ დროისთვის იყო ყველაზე მკაცრი სასჯელაღსრულების დაწესებულება საქართველოში. მის მიმართ რომ ასეთი ინტერესი ყოფილიყო, მოხდებოდა მისი გადაყვანა შედარებით მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში, რაც არ მომხდარა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები