რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუმარტივდებათ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გამარტივების მომხრეა და მომავალში ვიზების გაუქმებასაც არ გამორიცხავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს საკითხი პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის მეირ გაცემული ვიზების რაოდენობა გაორმაგდა და 40 ათასს მიაღწია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კარასინის და აბაშიძის შემდეგი შეხვედრა მაისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები