19 წელი შევარდნაძის ტერაქტიდან – სად არის მანქანა, რომელმაც პრეზიდენტი გადაარჩინა

16650286_1307658485944694_1123774153_nსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ტერაქტის სამიზნე ორჯერ გახდა.
19 წლის წინ, 1998 წლის 9 თებერვალს კი შევარდნაძის მიმართ მორიგი ტერაქტი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე კვლავ განხორციელდა. მაშინდელი პრეზიდენტი „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომელიც ახლა ერთ-ერთ უბანში, ღია ცის ქვეშაა მიტოვებული.
19 წლის წინ მომხდარი შემთხვევისას დაზიანებული ავტომობილის ფოტო თბილისის საკრებულოს წევრმა და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ოგბაიძის აღნიშნული პოსტი უყურადღებოდ არ დარჩენიათ სოციალური ქსელის მომხმარებლებს და ისინი ავტომობილის, როგორც სახელმწიფოებრივი ფაქტის ამსახველი ნივთის, მუზეუმში გადატანის ინიციატივით გამოდიან.
„ეს მანქანა ლეგენდაა და ასე უნდა ეგდოს?” “ეს ისტორიული მანქანა, ასახავს ჩვენივე ისტორიას”; „ავტომობილების მუზეუმშია მისი ადგილი”;
“ეს მანქანა ასე არ უნდა ეგდოს ცის ქვეშ და ლპებოდეს. ეს ისტორიაა და ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს შევარდნაძე, ისტორიას გაფრთხილება სჭირდება. ის უნდა ინახებოდეს ნორმალურ ადგილას”; “საქართველოსთვის ეს უახლესი ისტორიაა და ისტორიას გაფრთხილება სჭირდება“,- წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

16683256_1307657472611462_1728638258_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები