“საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 29 მარტიდან ამოქმედდება“

“შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 29 მარტიდან ამოქმედდება“, -ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა ტვიტერში დაწერა. მისივე ინფორმაციით, უკრაინა უვიზო მიმოსვლას 12 ივნისიდან მიიღებს.
მისივე ინფორმაციით, საქართველოსთვის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საბოლოო გადაწვეტილებას 22 თებერვალს მიიღებენ. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე 27 თებერვალს იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 2 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.
16652549_10207930863621084_977210357_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები