პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო. ამ წუთებში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ავლაბრის სასახლეში კამპანია “ეს შენ გეხებას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
დღესვე, ამავე საკითხზე, პრეზიდენტის სასახლეში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებთანაც გაიმართება შეხვედრა. საკითხთან დაკავშირებით, 6 თებერვალს ანა დოლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები