ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერპექტივებზე.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ვახტანგ გომელაურმა და დურსუნ ჰასანოვმა ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები