ნოდარ ახალკაცი: მუზეუმიდან გაიტანეს გიგო გაბაშვილის ნივთები და ნამუშევრები

“ჩემი მუზეუმიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა ჩემი გამოსვლები. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ვაკრიტიკებდი მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენის არარსებობას”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, ექსპერტმა ნოდარ ახალკაცმა განაცხადა.
ახალკაცი ეროვნული მუზეუმიდან მისი გათავისუფლების მიზეზად მუზეუმის ადმინისტრაციის კრიტიკას ასახელებს. ახალკაცს მიაჩნია, რომ ეროვნულმა მუზეუმმა თავისი ფუნქცია დაკარგა. ის აღნიშნავს, რომ მუზეუმიდან ექსპონატების გატანის უფლება ყველას არ უნდა ეძლეოდეს.
„მუზეუმიდან გაიტანეს გიგო გაბაშვილის ნამუშევრები და ნივთები, ქირავნობის სახით, ამ ნივთებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, მე ამას ვეწინააღმდეგებოდი, ასევე, ბრძანებაში მითითებულია, რომ ამ ნივთებს გადასახადის ფასად ატანდნენ და შემდეგ უკვე რაც ბრუნდებოდა, ხელმეორედ შესამოწმებელი იყო. ყველაფერ ამის შემდეგ, საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება, დაბრუნდა თუ არა ისევ ის ნივთები, რაც წაიღეს, ამას კი დამატებითი ხარჯი სჭირდებოდა“,-განაცხადა ნოდარ ახალკაცმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახალკაცმა აღნიშნა, რომ ის ჯერ თავისი ოთახიდან სასადილოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ახლადმისული თანამშრომლების მხრიდან მასზე ფიზიკური ზეწოლაც განხორციელდა.
ახალკაცის ინფორმაციით, მუზეუმში ექსპონატებისთვის სივრცე აღარ არის.
„მე -7 სართული, სადაც ნივთიერი მასალა ინახება, კონდიციონერი ვერ დავადგმევინეთ, ამ მუზეუმში აღარ არის ადგილი საგამოფენო სივრცეებისთვის. აქ არის ხალიჩები, ფარდაგები, რომლებიც ძალიან სათუთია და განადგურების საფრთხის წინაშე დგას. მე ვაპირებ, ამ ყველაფრის გამო, სასამართლოს მივმართო“, – განაცხადა ნოდარ ახალკაცმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები