მთავრობის ადმინისტრაცია: გიორგი ლუკავას გათავისუფლების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ უკანონო პატიმრობიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ.
როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის მონიტორინგის მისია და გაეროს სპეციალური წარმომადგენლობა ინფორმირებულია. საკითხზე, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში უარყოფენ დაკავებულის მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოქალაქე გიორგი ლუკავას გათავისუფლების ვადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის განცხადება გააკეთა.
გიორგი ლუკავას მეუღლეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ. ლალი ბასარიას მიეწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე და ამ მიზნით, გამოყენებულია ყველა შესაძლო ფორმატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები