მოკლული ავტომექანიკოსის მეუღლე: რამაზი არ იმსახურებდა ასეთი “ვირთხებისგან” სიკვდილს

თბილისის საქალაქო სასამართლო რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობის საქმეს არსებითად განიხილავს. ყიფშიძის ქუჩაზე ჩაცხრილული ავტომექანიკოსის მკვლელობის გარემოებებზე დღეს ბრალდების მოწმეებმა ისაუბრეს. დაიკითხნენ დანაშაულის თვითმხილველები და მოკლულის მეუღლე.
„რამაზი იყო კაცური კაცი, დატოვა კაცური კაცის სახელი და ამიტომ არ იმსახურებდა, მაპატიეთ, ეს ყველაზე მინიმალურია, რაც ახლა მე შემიძლია ვუწოდო, ასეთი “ვირთხებისგან” სიკვდილს. მაპატიეთ კიდევ, შედით ჩემს მდგომარეობაში. გზაზე დასაყენებელი დამიტოვა 3 შვილი. ჭკუა ეკეტებოდა ნიკუშას ფეხბურთზე, დიდი გულშემატკივარი იყო ნიკუშას ფეხბურთის. არ აცდენდა არცერთ თამაშს. დღეს მე დავიწყე სტადიონებზე სიარული, რამაზის ნაცვლად და ჩემ გვერდით სკამზე სულ ველოდები, როდის ამოირბენს რამაზი კიბეებს. დამაქციეს და დამანგრიეს,“ – განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ დღევანდელ პროცესზე.
დღესვე, სასამართლო პროცესზე გარდაცვლილის ძმაც დაიკითხა. რამაზ მჭედლიშვილს გასული წლის სექტემბერში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. საქმეზე ორი პირია დაკავებული, განზრახ მკვლელობისთვის: კონსტანტინე ლაშქარაშვილი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეურაცხადია, თუმცა მკვლელობის მომენტში შერაცხადი იყო და პაატა ხოფერია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ბრალდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები