ვანო ზარდიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: ძალიან გთხოვთ, ცოტა ზომიერები იყოთ სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლება სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში ჩარევას ცდილობს. შესაბამისი განცხადება მან პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. მან ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, არსებობს ფაქტები ნიკა გვარამიას მიერ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან კომუნიკაციისა, რაც ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემის იმიჯის სპეციალურად გაფუჭების მცდელობას ჰქონდა ადგილი.
„ნიკა გვარამიას შეთქმულების თეორიას ავრცელებენ, რომ ჩემი გვარი იყოს რაღაცა კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებული, გუშინ „რუსთავი 2“ პრინციპულად ამტკიცებდა, რომ ჩემი ინიცირებული იყო ეს კანონი. სრული სისულელეა ესეც. პირდაპირ გეუბნებით, რომ მამუკა ახვლედიანის ქონება შეადგენს რამდენიმე მილიონს, მან თავისი შვილის ქორწილი გადაიხადა „კაჭრეთის ჩემპიონში“ და ამაში გადაიხადა 100 ათასი ლარი. იგი დადის ჯე კლასის და ეს კლასის “მერსედესით”. გაგვიჩნდა ყოფილი მოსამართლე, რომელიც ყველაზე სწრაფად გახდა მილიონერი.თქვენ იხილეთ კადრები,რომლის ავთენტურობაშიც დარწმუნებული ვარ და ეს არის ერთი მარტივი მიზეზის გამო – გვარამიამ თვითონ ჩაწერა, რომ მიზანი მამუკა ახვლედიანის და გვარამიას შეხვედრის იყო მისი სკანდალურად წასვლა და სასამართლო სისტემის იმიჯის სპეციალურად გაფუჭება. ძალიან გთხოვთ ცოტა ზომიერები იყოთ სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ თქვენ მუშაობდით აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თქვენ იცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ნდობის მომენტი სასამართლოსთან და იმიტომ, რომ თქვენ რაღაცა არ გაწყობთ, სისტემა ჩამოშალოთ და ზიანი მიაყენოთ, ეს არის ძალიან დიდი საშინელება“, – მიმართა ზარდიაშვილმა ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები