გიორგი მარგველაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში „საზოგადოებრივ მაუწყებელში” განვითარებული მოვლენები განიხილეს.
„საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება “საზოგადოებრივ მაუწყებელში”. დღეს გაიმართა შეხვედრა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრებთან. საუბარი კონკრეტულად შეეხო იმას, თუ რა ხდება, როგორი არის ზოგადად, განვითარების გეგმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მიიღო სრული ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი წევრებისგან”, – აღნიშნა ეკატერინე მიშველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები