მანანა კობახიძეს ანრი ოხანაშვილი შეცვლის

მანანა კობახიძეს პარლამენტში ანრი ოხანაშვილი შეცვლის. ის ამჟამად პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს. ოხანაშვილმა პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ დაიკავა, თუმცა ის ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიიდან ამოღებული არ არის. შესაბამისად, კობახიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მისი ადგილმონაცვლე სწორედ ოხანაშვილი ხდება.
მანანა კობახიძე დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები