ნიკოლოზ მჟავანაძე მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადებას შეიტანს
,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მთავარ პროკურატურაში საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ განცხადებას შეიტანს. მჟავანაძე საგამოძიებო უწყებაში 15:30 საათზე მივა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მჟავანაძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლის შემდეგ საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა მილიონ ლარად შეფასებული უძრავი ქონება საეჭვო ფინანსებით შეიძინა.