კახა სოფრომაძე: ჩვენ გვაქვს უკვე პირველი პრეცედენტი უვადო მოსამართლების დანიშვნასთან დაკავშირებით

სასამართლო უნდა იყოს ორიენტირებული ახალ გამოწვევებზე და ახალ რეფორმებზე, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ განაცხადა.
სოფრომაძემ იმ რეფორმებზეც ისაუბრა, რაც ორი წლის მანძილზე სასამართლო სისტემაში განხორციელდა. მან ყურადღება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზეც გაამახვილა. როგორც სოფრომაძემ განმარტა, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში არიან მოსამართლეები, ვინც 65 წლამდე ხელშეუხებლები იქნებიან.
„ახალი ცვლილებები სასამართლო სისტემაში კიდევ არის განსახორციელებელი, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის. ამ სისტემაში 2 წლის მანძილზე ხორციელდება რეფორმები, ერთ-ერთ უპრეცედენტო ფაქტად უნდა ჩავთვალოთ მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნა. საქართველოს სხვადასხვა რაიონში არის რამდნიმე მოსამართლე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამწლიანი შეფასებები და ამჟამად ისინი ხელშეუხებლები არიან, 65 წლამდე მათ ვერავინ შეეხება, გარდა დისციპლინარული სამართალდარღვევისა“, – განაცხადა კახა სოფრომაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე აღნიშნა, რომ დაგეგმილია მოსამართლეების შერჩევის დროს ცვლილებები – სამინისტრო ქულობრივი სისტემის შემოღებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები