ლაშა ნაცვლიშვილი „ნაციონალებზე“: ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში (ვიდეო)

ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად, – ასე ეხმაურება მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი დავით საყვარელიძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს ნაცვლიშვილი რამდენიმე მილიონად სთავაზობდა.
როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის სიმართლის მოსმენა მწარეა. მისი თქმით, “აგონიური ბოდვის” კომენტირებას არ აპირებს.
„როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი. ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately… მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს. და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, – მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.
P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე – მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, – ეს არა მხოლოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია…“, – წერს ნაცვლიშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის და საქართველოს მთავრი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის თქმით, ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ სთავაზობდა. ამის შესახებ საყვარელიძემ გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში უკრაინიდან ჩართვისას ისაუბრა.
„მას შემდეგ, რაც გაგდებული და განაწყენებული იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა,“ – აცხადებს საყვარელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები