გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს პაატა ბატიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე უკანონო ნადირობის, თევზჭერის, წიაღით სარგებლობის გამო რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გარემოსდაცვითი კონტროლის სტრატეგიული მიმართულებების განვითარებაზე, ასევე გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციული დარღვევების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე და უკანონოდ მითვისებული რესურსების კონფისკაციაზე.
განიხილეს ასევე, უკანონო ნადირობის, თევზჭერის, წიაღით სარგებლობის გამოვლენილი კონკრეტული ფაქტები და მათი თავიდან აცილების მიზნით, შეიმუშავეს ცვლილებები დღეს მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციების გამკაცრების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები