გოგა ხაინდრავა: „რუსთავი-2“ მედია არ არის, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული დაწესებულება

ნიკა გვარამია რას წარმოადგენს გუშინწინ ვნახეთ ეთერში, ასეთი შეურაცხყოფა ამ სფეროსთვის, ამ პროფესიისთვის, სადაც ის არის, წარმოუდგენელი ამბავია, – ეს განცხადება კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. ხაინდრავა ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა და ნიკა გვარამია ჟურნალისტიკის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
„გვარამია, რას წარმოადგენს, გუშინწინ ვნახეთ ეთერში. მე ვფიქრობ, ასეთი შეურაცხყოფა ამ პროფესიისადმი, სადაც ის არის და საზოგადოების მიმართ, წარმოუდგენელი ამბავია. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რითიც ესენი ხშირად აპელირებენ, ასეთ ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა, ის არხი დამთავრდებოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს არის აბსოლუტური მარაზმი იქ რაც ხდება და ყველაზე დიდი მარაზმი არის ამ დაწესებულების, როგორც მედიის წარმოდგენა და ქართული პრესა დიდი ჟინით ცდილობს იმის დადასტურებას, რომ „რუსთავი-2“ არის მედია. ეს არ არის მედია, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული დაწესებულება, რომლის მეპატრონეც არის მიხეილ სააკაშვილი და ამაში ეჭვი არავის ეპარება. ის ყველა ხერხით ცდილობს ამ ქვეყნის დაქცევას. დღეს სააკაშვილი ცდილობს, რომ ეს საზოგადოება დაამციროს იმ ხერხებით, რასაც ადეიშვილი და საყვარელიძე ახერხებდნენ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები