გორში ტაქსის მძღოლი მოკლეს

რამდენიმე საათის წინ გორში კომბინატის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ტაქსის მძღოლი. 53 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობის მოტივი პირადი კონფლიქტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად. მომხდარზე საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები