ლევან მურუსიძე: მოსამართლეები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც საჭიროდ თვლიან

“უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მიდიოდა უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლესთან დაკავშირებით ზეწოლაზე საუბარი.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილებით დასტურდება, რომ მოსამართლეებზე – ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე არავითარი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი წერილებით გაირკვა, რომ არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია და თვითონ მოსამართლეებსაც დაკითხვისას არ დაუსახელებიათ არც ერთი კონკრეტული სახელი და გვარი.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მიდიოდა უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლესთან დაკავშირებით ზეწოლაზე საუბარი. გამოთქმული იყო ათასი სპეკულაციური ვარაუდი და საუბარი იყო, რომ მიდიოდა მათზე ზეწოლა. ასევე, ასახელებდნენ კონკრეტულ პირებს. დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა ის წერილები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მოსამართლეებმა გადასცეს და გაირკვა, რომ აღნიშნულ მოსამართლეებზე არანაირი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა. სახელდებოდა კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა მოსამართლეებიც დაიკითხნენ და მათაც არ დაუსახელებიათ არც ერთი გვარი და სახელი“, – აღნიშნა მურუსიძემ.
ამასთან, როგორც მურუსიძე აცხადებს, ”რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსამართლეები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ.
“მოსამართლეები გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის მიხედვით, რასაც თვითონ ფიქრობენ. სასამართლო სისტემა არ არის ისეთი სუსტი, როგორიც იყო წლების განმავლობაში. სასამართლო სისტემა დგას გაძლიერების, დამოუკიდებლობის გზაზე. სასამართლო მიისწრაფვის იმისკენ, რომ გახდეს რეალურად ხელისუფლება და არა ქაღალდზე. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ დაუდექით ამ პროცესში სასამართლოს გვერდით ან თუ არადა, სასამართლო მაინც მიაღწევს იმას, რა მიზანსაც ისახავს”, – განაცხადა მურუსიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები