საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად თვითმმართველობის ინსტიტუციის განვითარებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც საკრებულოს ინიციატივით გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკაზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს არასამთავრობო სექტორთან უკვე არსებული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე და მათი ეფექტურად გადაჭრის კუთხით, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაწეული საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაცია გააკეთეს და როგორც თბილისის, ასევე რეგიონალური თვითმმართველობების დონეზე მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მოკლე და გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო შეხვედრებს თვითმმართველობების სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კვლავაც გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები