”ახალგაზრდის ხმა პარლამენტში” – „თავისუფლების დაცვის ცენტრმა ” პროექტის პრეზენტაცია გამართა
„Tbilisi Marriott”-ში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების დაცვის ცენტრის” პროექტის – ”ახალგაზრდის ხმა პარლამენტში” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტში ჩართვის მიზნით, ფეისბუქაპლიკაცია 500 -მა მსურველმა შეავსო. მათგან, გასაუბრების და სამოტივაციო წერილის საფუძველზე 240 – მდე სტუდენტი შეირჩა. როგორც „კვირას“ “თავისუფლების დაცვის ცენტრის” თავმჯდომარემ, ბესო კალაძემ განუცხადა, პროექტის მიზანი სტუდენტებისთვის საპარლამენტო საქმიანობის პრინციპების გაცნობაა.
„ფეისბუქში შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, აღნიშნული აპლიკაცია შეავსო პროექტში ჩართვის 500 -მდე მსურველმა. მათ უნდა დაეწერათ სამოტივაციო წერილი, თუ რატომ სურდათ პროექტში ჩართვა. საბოლოოდ, შეირჩა 240-მდე სტუდენტი. ამ პროექტის მიზანია ის, რომ სტუდენტებმა შეისწავლონ საპარლამენტო მუშაობის სპეციფიკა. გაიმართება იმიტირებული საკომიტეტო და პლენარული სხდომები. ასევე, საგანმანათლებლო ტრენინგები, რომლებსაც მოწვეული იურისტები და ექსპერტები ჩაატარებენ. მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ გამოიჩინა ამ პროექტში ჩართვის სურვილი“, -განუცხადა „კვირას“ ბესო კალაძემ.