“ედიკ ტბილისკი” ჩელიაბინსკის კოლონიიდან გაუჩინარდა

„კანონიერი ქურდი“ ედუარდ ასატრიანი, მეტსახელად „ედიკ ტბილისკი“ რუსეთის ქალაქ ჩელიაბინკის ციხიდან გაუჩინარდა. როგორც გამოცემა “Life”-ს „ედიკ ტბილისკის“ ადვოკატებმა განუცხადეს, ასატრიანი დაუდგენელმა პირებმა კოლონიის ტერიტორიიდან გაიყვანეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.
„ედიკ ტბილისკი“ ამჟამად სასჯელს ნარკოტიკების შენახვისთვის იხდის. ასევე, ის ერთ-ერთი ბიზნესმენისგან 1,2 მილიონი დოლარის გამოძალვაში იყო ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები