საგარეო უწყება თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით ქართველების დაკავებას ადასტურებს

თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებული 7 ქვეყნის მოქალაქიდან 4 საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ “ კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები თურქ სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან და დაკავებული 4 ქალბატონის ვინაობას აზუსტებენ.
სამინისტროს ინფორმაციითვე, თურქ სამართალდამცავებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად დადგინდება, ლეგალურად იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე ან ხომ არ არიან ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი. შეგახსენებთ, რომ თურქულმა პოლიციამ, პროსტიტუციის ბრალდებით, 84 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი დააკავა. საქართველოს მოქალაქეებს შორის არიან ასევე აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, მაროკოს მოქალაქეები.
თურქმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, ქალაქ სილივრის სასტუმროებსა და გასართობ ცენტრებში ჩაატარეს. დაკავებისთანავე, ქალებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. უმრავლესობას C ჰეპატიტი, შიდსის ვირუსი, სიფილისი და სხვა ვენერიული დაავადებები აღმოაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები