ინდოეთში ნობელის პრემიის ლაურეატს მედლის ასლი და სერტიფიკატი მოპარეს

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ნობელის პრემიის ლაურეატს, კაილაშ სატიართხის მედლის ასლი და სერტიფიკატი მოჰპარეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეს ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც სატიართხი სახლში არ იმყოფებოდა. ინდური მედიის ცნობით, ქურდებმა ელექტრონიკა და ძვირფასეულობაც მოიპარეს. კაილაშ სატიართხი ნობელის პრემიის ლაურეატი 2014 წელს გახდა.
ეს პრემია მას ინდოეთში ბავშვთა გატაცებისა და მათი ექსპლოატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიანიჭეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები