ლაშა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი-გვარამია მოსამართლეების მოსყიდვას ცდილობენ
გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლეების მოსყიდვას ცდილობენ.
ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ გვარამია-სააკაშვილი მოსამართლეებზე უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებენ.
“დარწმუნებული ვარ, რომ გვარამია, სააკაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” ახდენენ უპრეცედენტო შეტევას სასამართლო ხელისუფლებაზე, ისინი ეწევიან მოსამართლეების მოსყიდვას, ხოლო მათზე, ვინც ვერ მოისყიდეს, მიმდინარეობს მორალური ტერორის პოლიტიკა, დაშინება, დისკრედიტაცია. ამის ნათელი მაგალითია ნაზღაიძის საქმე, ის, რაც ხდება უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი შემადგენლობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის 3 მილონი დოლარი მიმართულია მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის მოსასყიდად, რათა მათ გამოიტანონ გადაწყვეტილება “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ. მე დარწმუნებული ვარ, სამართლიანობა აღდგება”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.