განათლების სამინისტრო ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებას იწყებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებას გეგმავს.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, პროცესში, რომელიც ერთ თვეში დაიწყება, ოთხი სპორტული ფედერაცია – ფეხბურთის, ფრენბურთის, ხელბურთისა და რაგბის ფედერაციები ჩაერთვება.
მინისტრის განცხადებით, სკოლას თავად შეეძლება სასურველი სპორტის სახეობის არჩევა და შესაბამისად, ფიზკულტურის მასწავლებელიც სწორედ სკოლის მიერ შერჩეულ სახეობაში გადამზადდება.
გაკვეთილებს, რომლებიც მე-8 და მე-9 კლასებში დაინერგება, კვირაში 4 საათი დაეთმობა.
სიახლე განათლების სამინისტროსა და ამ ოთხი ფედერაციის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება.
სამინისტრო სპორტული აქტივობის სასკოლო ცხოვრებაში დასანერგად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 890 მილიონ ლარს დახარჯავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები