აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ტრენერთა ტრენინგს გადიან. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. ტრენინგს აღსრულების საკითხებში ევროკავშირის აღიარებული ექსპერტები ნიდერლანდებიდან და ბულგარეთიდან უძღვებიან.
4-10 თებერვალს მიმდინარე შეხვედრებზე დაგეგმილია სააღსრულებო წარმოების იმ ასპექტების იდენტიფიცირება, სადაც საჭირო იქნება სასწავლო მოდულის შემუშავება.
ასევე, განხორციელდება ბიუროს თანამშრომლების ინფორმირება იმ ტექნიკის შესახებ, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი სასწავლო კურსების შესადგენად.
აქტივობის მიზანია, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, სასწავლო მოდულების განვითარება და ტრენერების გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალხარისხიანი სააღსრულებო წარმოების უზრუნველყოფის მიზნით, მოახდენენ ახლად მოსული თანამშრომლების განათლებას სააღსრულებო წარმოების საკითხებზე და ასევე, საკანონმდებლო სიახლეების შემთხვევაში, სასწავლო მასალების რედაქტირებასა და ბიუროს მოქმედი თანამშრომლების ინფორმირებას.