ექვსმა მონადირემ ჩარგალში შველი მოკლა

 ბრაკონიერების კიდევ ერთი ფაქტი სოფელ ჩარგალში. ექვსმა მონადირემ შველი მოკლა. როგორც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთი რეგიონალური დეპარტამენტის უფროსი ზაზა ოზაშვილი აცხადებს, 6 პირი, რომელთაც დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ, ინდენტიფიცირებულია. მისივე თქმით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
„6 პირი, რომელთაც დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ, ინდენტიფიცირებულია. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გარემოს დაცვისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 5000 ლარს შეადგენს. მოქმედი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მოკვლეული მასალები შს სამინისტროში გადაიგზავნება“, – განაცხადა ზაზა ოზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები