შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 670 ფაქტი გამოავლინა
შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 670 ფაქტი გამოავლინა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 5,407 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 70 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 65 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 535 შემთხვევა.