საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები გამოავლინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰქონდა იაფფასიანი, დაბალხარისხიანი სარეცხი საშუალებები, შემდგომში კი, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ “Henkel”- ისა და “Procter & Gamble Co.”- ის ბრენდირებული პროდუქტების, „PERSIL Expert Color”- ის, “PERSIL Vernel”- ის და ”ARIEL”- ის, კუსტარული წესით დამზადებას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან და სავაჭრო ქსელიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალება და ის ტექნიკური აღჭურვილობა, რისი საშუალებითაც ხდებოდა ბრენდირებული სარეცხი საშუალებების ფალსიფიცირება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს “, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები