აზერბაიჯანში ვულკანი ამოიფრქვა (ვიდეო)

აზერბაიჯანის დედაქალაქის მახლობლად დღეს ტალახის ვულკანი გააქტიურდა. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
აზერბაიჯანის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, ვულკანი გობუსტანის დასახლების მახლობლად, ბაქოდან 60 კილომეტრში მდებარეობს. თავდაპირველად მოსახლეობამ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონა, ხოლო შემდეგ ვულკანის თავზე, 20-25 მეტრის სიმაღლეზე, ცეცხლის ალი ავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები