თემურ ჭყონია სომხეთში „მაკდონალდს“ გახსნის

ქართველმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ სომხეთში „მაკდონალდსის” გახსნის უფლება მოიპოვა. როგორც ჭყონიამ გამოცემა „კომერსანტს“ განუცხადა, მან შესაბამისი ლიცენზია მიიღო, თუმცა გარკვეული იურიდიული პროცედურები აქვს მოსაგვარებელი.
ჭყონიამ განაცხადა, რომ სომხეთში „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელი არ არსებობს. 7 თებერვალს „მაკდონალდსის“ წარმომადგენლები ერევანში ჩავლენ და რესტორნის მშენებლობისთვის ადგილს შეარჩევენ.
თემურ ჭყონიამ ასევე განაცხადა, რომ პირველი რესტორნის მშენებლობა წელს დაიწყება. ერევანში, სავარაუდოდ, 3-4 რესტორანი აშენდება. თითოეული ობიექტის მშენებლობა 2,5 – 3 მილიონი ევრო ჯდება.
ამჟამად სომხეთში სწრაფი კვების სარესტორნო ქსელი Karas, KFC და Gyros არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები