თურქეთში ტერორისტებთან კავშირისთვის 763 ადამიანი დააკავეს

თურქეთის 29 პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საერთო ჯამში, 763 ადამიანი დააკავეს. ეს პირები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. თავდაპირველად, ინფორმაცია 60 დაკავებულის შესახებ გავრცელდა.
სააგენტო “ანადოლუს“ ცნობით, ოპერაციის შედეგად ამოღებულია „ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ლიტერატურა, ცეცხლსასროლი იარაღი და რაკეტები. დაკავებულთა საქმეები სასამართლოს გადაეცა.
როგორც თურქეთის შს სამინისტრო იუწყება, ეს პირები თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ. ბოლო დროს ისლამისტები ახალი „ბოევიკების“ „დავერბოვკებას“ აქტიურად აწარმოებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები