“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭო საჯარო სხდომას გამართავს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, სამეურვეო საბჭო უახლოეს დღეებში საჯარო სხდომას მოიწვევს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დღეს გაცხადებულ ტელევიზიის განვითარების ხედვას განიხილავენ.
როგორც გოგელიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სხდომაზე სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორისგან და აღმასრულებელი საბჭოსგან დამატებით ინფორმაციას და განმარტებებს მოისმენს. სხდომის შემდეგ კი, გოგელიას თქმით, სამეურვეო საბჭო შემდგომი კონსულტაციებისა და შეხვედრების ფორმატს დაგეგმავს.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მისი თქმით, სამოქმედო გეგმის მიზანი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კრიზისიდან გამოყვანა და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები