გიორგი გოგაძე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის გამოძიების დეტალების გასაჯაროებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, მას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამართლეებზე ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით, მეტი დეტალის გასაჯაროება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. გიორგი გოგაძემ მოსამართლეებზე – ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ძირითადი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილია.
„უმთავრესია, არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი. საკითხები გასაჯაროვდება მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროდ ჩაითვლება“, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.
გამოძიება 14 იანვარს, მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზეა დაწყებული, თუმცა სავარაუდო ზეწოლის შინაარსს არც პროკურატურა და არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ ასაჯაროებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები