”ოქროს სამყაროს” დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილის თქმით, მათი კუთვნილი ძვირფასეულობა სრულად განადგურებულია

”სრულად განადგურებულია ძვირფასეულობა. შეუძლებელია, იქიდან რაიმეს ამორჩევა, ჩაწოლილია იატაკი“, – ამის შესახებ „ოქროს სამყაროს“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ აღნიშნა, რაც კუთვნილი ნივთების ნახვის შემდეგ, შენობა დატოვა.
ლუიზა შოთაძის ინფორმაციით, სრულად არის განადგურებული რამდენიმე ერთეული დახლი, სადაც მათი კუთვნილი ძვირფასეულობა იყო.
”სრულად განადგურებულია ძვირფასეულობა. შეუძლებელია იქიდან რაიმეს ამორჩევა, ჩაწოლილია იატაკი. რაც შეეხება ზარალს, რამდენიმე ათეულ ათასზეა საუბარი”, – განაცხადა ლუიზა შოთაშვილმა.
”ოქროს სამყაროს” ტერიტორიაზე მოვაჭრეებს საკუთარი ნივთების გამოტანის საშუალება ეძლევათ და ისინი შენობაში ეტაპობრივად შედიან . ამის პარალელურად, ”ოქროს სამყაროს” ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ამირან მარიამიძემ რამდენიმე დაზარალებული მოვაჭრე ”ოქროს სამყაროს” ტერიტორიაზე შეიყვანა, რათა სიტუაცია საკუთარი თვალით ენახათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები