“ბავშვთა სამყაროს” დამწვარ შენობაში მოვაჭრეების ნაწილი შევიდა – რას აცხადებენ დაზარალებულები
გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, ”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულთა ნაწილს დამწვარ შენობაში შესვლის შესაძლებლობა მიეცა.
შენობაში მათთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.
შენობიდან გამოსული დაზარალებულების თქმით, ძვირფასეულობის დიდი ნაწილი გადარჩენილია. რამდენიმე ადამიანმა საკუთარი ნივთების ნაწილის გამოტანა შეძლო.
დაბნელების შემდეგ დაზარალებულების დამწვარ შენობაში შეშვება შეწყდა, პროცესი ხვალ განახლდება. პარალელურად, უსაფრთხოების მიზნით, შენობის შემოღობვითი სამუშაოები გრძელდება.