საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაცემა „რეალური სივრცის“ მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაცემა „რეალური სივრცის“ მხარდასაჭერად მოძრაობა „მწვანე მუშტი“ აქციას მართავს.
აქციის სლოგანია – „დაიცავი რეალური სივრცე“.
მათი თქმით, ეს არის გადაცემა, რომელიც აშუქებს იმ ადამიანების პრობლემებს, რომელთა ხმაც იშვიათად ისმის საზოგადოებაში. აქციას გადაცემა „რეალური სივრცის“ ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილიც შეუერთდა. მან შეკრებილებს, გადაცემის მთელი გუნდის სახელით, მადლობა გადაუხადა.
„ყველას გთხოვთ, რომ ვიყოთ ძალიან ყურადღებით, ხვალ, 12:00 საათიან გამოსვლას ჩვენ სულგანაბულები ველოდებით. ამის შემდეგ გაირკვევა, რა რეჟიმში ვიმუშავებთ თქვენთვის. მე ვარ სრულიად საბრძოლო განწყობაზე ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, რომ „რეალურმა სივრცემ“ გააგრძელოს მუშაობა რეალური მდგომარეობის გამოსასწორებლად“,- აღნიშნა აქციაზე ზაუტაშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით, მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა განცხადება გუშინ გააკეთა.
ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, სატელევიზიო ბადეში ყველა დაგეგმილი გადაცემა უცვლელად დარჩება და გავრცელებული ინფორმაცია, მათი დახურვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები