როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 თებერვლიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა მისი თქმით, დღეს და ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. ჰაერი 8-10 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღისით, ჰაერი 10-12 გრადუსამდე გათბება. დოდო გვაზავას ცნობით, 9 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები