გიორგი გიუნაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა – ოჯახი დახმარებას ითხოვს

ცხინვალში დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს ცხინვალის ე. წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით 20 წლით პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებული გიორგი გიუნაშვილის ოჯახი დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და შესაბამის უწყებებს დახმარების თხოვნით მიმართავს.
„ეს არის აბსურდული ბრალდებები. ჩემი ძმა სრულიად უდანაშაულოდ არის დაკავებული. მას ბრალი არ მიუძღვის იმ ფაქტებში, რასაც აბრალებენ. 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს არის წარმოუდგენელი გადაწყვეტილება. ვთხოვთ, საქართველოს ხელისუფლებას, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები და მოხდეს უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება“, – აცხადებს დაკავებული გიორგი გიუნაშვილის ძმა, რევაზ გიუნაშვილი.
სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2016 წლის 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლება ირწმუნება, რომ გიორგი გიუნაშვილი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა,. მათივე მტკიცებით, გიუნაშვილი გასულ წლებში მონაწილეობას იღებდა „ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში“, მას ოს სამხედროებზე თავდასხმაშიც ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები