ბათუმში დაკავებული შვიდივე პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით გუშინ, ბათუმში დაკავებული შვიდივე პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. საქმესთან დაკავშირებით, მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, გვიან ღამით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, შვიდი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები