დავით ნარმანია: ხანძრის შედეგად დაზარალებულთა სია ბანკებს უკვე გადაეგზავნათ

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის მეშვეობით, ბანკებს დაზარალებული ადამიანების სია გუშინ გადაეგზავნათ, რათა მათაც და საკრედიტო დაწესებულებებმაც დაზარალებულებს გარკვეული შეღავათები გაუწიონ.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საქმეში აქტიურადაა ჩართული.
„მერის მოადგილე, რაიონის გამგებელი, შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩართული, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, დავეხმაროთ მათ, დავეხმაროთ თვითონ ადამინისტრაციას, რათა დროულად გაკეთდეს ის, რაც გასაკეთებელია. ანუ, პირველ რიგში, ჯერ კიდევ გამოსატანი საქონლის გამოტანა და მეპატრონეებისთვის დაბრუნება – ეს არის უმთავრესი ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ საბანკო დაწესებულებებთან ვმუშაობთ, ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის მეშვეობით, გუშინ მათ დაზარალებული ადამიანების სია უკვე გადაეგზავნათ რათა ბანკებმა და საკრედიტო დაწესებულებებმა დაზარალებულებს გარკვეული შეღავათები გაუწიონ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია გამართეს, შემდეგ კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს. ისინი კომპენსაციებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები