ბათუმში 7 პირი დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია

ბათუმში, გვიან ღამით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოცხადდა .
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები