უმრავლესობაში პრეზიდენტის ინიცირებულ კონსულტაციებს პიარკამპანიის ნაწილად მიიჩნევენ
ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერი დაგეგმილ პიარკამპანიას უწოდებს სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ უმრავლესობის წევრების კონსულტაციებზე დაბარებას.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების კონსულტაციებზე დაბარება, სამწუხაროდ, არ ემსახურებოდა საგნობრივ მიზნებს.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, „კონსულტაციების გამართვის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 23 იანვარს შევიდა, ხოლო საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა ვეტო 25 იანვარს დაადო“.
„პარლამენტის თავმჯდომარის გრაფიკი მოგეხსენებათ მხოლოდ ერთდღიანი არ არის და გაწერილია დროში. ამაზე სხვაგვარიკონსულტაციების გამართვაც შეიძლებოდა, ისევე როგორც გუშინდელი კონსულტაციები საერთოდ ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. ასეარ ხდება არსად. სწორედ ამას ვამბობ მთელი დღის განმავლობაში ყველა ინტერვიუში. ერთერთმა, მეც შემიძლია დაგიდასტუროთ ის ამბავი, რომ ზარიც კი არ განხორციელებულა. საპარლამენტო მდივანმა მომწერა მესიჯი და მითხრა, რომ დამიკავშირდებოდნენ. შემდეგ დაუკავშირდნენ თურმე სხვა ფრაქციის თავმჯდომარეებს და არ უთხრეს ფორმატი ვინ იქნებოდა იქ სხვა. საქმის კურსში არ იყოპარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერები. ერთი სიტყვით, ეს იყო პიარშიკების დაგეგმილიღონისძიება, რომელზეც შემდეგ ჩვენ თავი უნდა გვემართლებინა. თავის სამართლებელი ნამდვილად არაფერია“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ასეთ სპექტაკლებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„კანონის, ყველა სუბორდინაციის გათვალისწინებით, რეგლამენტის ყველა წესის, პროტოკოლის დაცვით ჩვენ შევხვდებით ნებისმიერფორმატში და არავინ გაურბის არც შენიშვნას, არც დებატებს მათ შორის. მზად ვარ ნებისმიერი ასეთი კონსულტაციებისა დადებატებისათვის,თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ვეტო უკვე დადებულია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში პარლამენტის როლის დაკნინებას ცდილობენ. „ვეტოსთან დაკავშირებით დამატებით ან თავი უნდა იმართლოს ვიღაცამ, რატომ დაადო ვეტო, ან მის მართებულებაში უნდა დაგვარწმუნოს. ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, ერთმანეთი დავარწმუნოთ და ვიმსჯელოთ? ჩვენ არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? თუ საპარლამენტო როლის დაკნინებას ცდილობენ. აქაც გაუგებარი სიტუაციაა. ვეტოს შემდეგ რაზე უნდა გამართონ კონსულტაციები, თუ არ არის ეს პიარსტატეგიისა დასპეკტაკლის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ალბათ ვეტოს დავძლევთ, თუმცა ამგადაწყვეტილებას საბოლოოდ გავახმოვანებთ მას შემდეგ, რაც უმრავლესობის ყველა წევრთან გავივლით კონსულტაციას“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.