პრემიერი: ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღეს 12 წელი შესრულდა, პატივს მივაგებ მის ხსოვნას
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 12 წლისთავს საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება.
“მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი” – ზურაბ ჟვანიას ეს სიტყვები დღეს, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატების ფონზე, კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღეს 12 წელი შესრულდა… პატივს მივაგებ მის ხსოვნას!“, -აღნიშნავს პრემიერი.