საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრო

????????????????????????????????????

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრიუსელში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა – „Brussels` Holiday Fair 2017″ მოინახულეს, რომელშიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იღებს მონაწილეობას. ადმინისტრაციასთან ერთად სტენდზე კერძო ტურისტული კომპანიებიც არიან წარმოდგენილნი.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პირველი სამუშაო ვიზიტით, ბრიუსელში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის განხილვასა და კენჭისყრას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები