სადგურის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს

კრწანისის გამგეობა ფონიჭალაში ხაზობრივი ნაგებობების მოწესრიგებას განაგრძობს. სადგურის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ეწყობა 300 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე სისტემა და რეაბილიტაცია უტარდება ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსულ კოლექტორს. აღნიშნული მონაკვეთი ზემო და ქვემო ფონიჭალის მაგისტრალური სანიაღვრე სისტემის ბოლო სექციას წარმოადგენს. ფონიჭალის მაგისტრალური სანიაღვრის მოწყობა გამგეობამ გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც გაიწმინდა წლების განმავლობაში არსებული დაჭაობებული ტერიტორიები, სადრენაჟე მილებში მოექცა მიწისქვეშა წყლები. შეიქმნა მიმდებარე ტერიტორიის სამრეწველო და სამშნებლო მიზნებისთვის განვითარების წინაპირობა. სადგურის ქუჩაზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები