ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა
ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6816 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7052 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0236 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8806 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9243 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0437 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან შევა ძალაში.